რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / შეუდარებელი ტორტი „კარო“ - რეცეპტი, რომელსაც დიდხანს ეძებდით
შეუდარებელი ტორტი „კარო“ - რეცეპტი, რომელსაც დიდხანს ეძებდით

ინგრედიენტები:

ცომი:

 კვერცხი - 4 ც.

შაქარი - 1,5 ჭიქა

თაფლი - 2 ს.კ.

კონიაკი - 1 ს.კ.

ფქვილი - 1 და 2/3 ჭიქა

კაკაო - 2 ს.კ.

დარიჩინი - ½ ჩ.კ.

სოდა - 1.5 ჩ.კ.

ნიგოზი - 1 ჭიქა

შავი ქლიავის ჩირი - 100 გ

 

კრემი:

მოხარშული სგუშჩონი - 1 ქილა

კარაქი - 150 გ

 

მომზადება:

ნიგოზი წვრილად დაჭერით, შავი ქლიავის ჩირი დამდუღრეთ და შემდეგ ისიც წვრილად დაჭერით. ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი, სანამ არ მიიღებთ თეთრ, ფაფუკ მასას. დაამატეთ კონიაკი და თაფლი და ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ ნიგოზი და შავი ქლიავი. ცალკე ჭურჭელში გადაურიეთ ერთმანეთში ფქვილი, სოდა, კაკაო, დარიჩინი და დაამატეთ კვერცხის მასას. გამოაცხეთ 3 ან 2 ფენა.

იმისათვის რომ დანამოთ ფენები, სგუშჩონის ცარიელ ქილაში დაასხით ¼ ცხელი წყალი და დაამატეთ კონიაკი, აურიეთ. თითოეული ფენა, გარდა ზედა ფენისა, დანამეთ ამ სითხით.

ათქვიფეთ მოხარშულლი სგუშჩონი და კარაქი. წაუსვით ფენებს. გაადნეთ წყლის აბაზანაზე შავი შოკოლადი და მოასხით ტორტის ზედაპირს.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა