ხურმა მედიცინაში ცნობილია, როგორც შარდმდენი, საფაღარათო, იმუნური სისტემის გამაძლიერებელი საშუალება. იცავს ღვიძლს დაზიანებისგან და იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად.
1. გაციება და გრიპი - ხურმა შეიცავს იმდენი რაოდენობით ც ვიტამინს, რომ თუ რეგულარულად მიირთმევთ, გაციებისგან ბოლომდე დაცული იქნებით.
2. შეკრულობა - ხურმას გააჩნია მსუბუქი საფაღარათო თვისებები.
3. შარდმდენი - ყოველდღიური მოხმარებისას ხურმა იდეალური შარდმდენია.
4. ამცირებს სისხლის წნევას - თუ წნევა გაწუხებთ, მიირთვით ხურმა ხშირად. მკურნალობის შემთხვევაში დააბლენდერეთ კანგაცლილი ხურმა, შეურიეთ 1 ჭიქა რძე. სასმელი დალიეთ კვირაში 3-ჯერ.
5. ახდენს ღვიძლის დეტოქსიკაციას - იდეალურია ღვიძლის პრობლემებისგან თავის დასაცავად.
6. ენერგიის წყარო - თუ სპორტით ხართ დაკავებული, მაშინ ხურმა იდეალური სტიმულატორია.
7. ბუნებრივი ანტიდეპრესანტი - ხურმის წვენი ხსნის დეპრესიას.
8. ხურმის დიეტა - მკაცრი დიეტის დროს შეგიძლიათ მიირთვათ დღეში ორი ცალი ხურმა. გაგიქრობთ შიმშილის გრძნობას და დაგიცავთ თავბრუსხვევისგან.
9. ხელს უწყობს პოტენციის ამაღლებას - დღეში ორ-სამ ხურმას თუ მიირთმევთ პოტენციაზე პრობლემა არ შეგექმნებათ.
10. იცავს კანს დანაოჭებისგან - შეურიეთ კანგაცლილ, დაჭყლეტილ ხურმაში ლიმონის რამდენიმე წვეთი და წაისვით სახეზე. იდეალური ნიღაბია. აახალგაზრდავებს და ანაზებს კანს.