პირველი ჯგუფი (ამ კატეგორიას დედამიწის მოსახლეობის 33.5% მიეკუთვნება)- რაციონში უნდა იყოს: წითელი ხორცი; ბროკოლი; ფოთლოვანი ბოსტნეული; თევზის ცხიმიანი სახეობები; მცენარეული ზეთებიდან სასურველია ზეითუნის ზეთი; თხილი, ზღვის კომბოსტო და შავი ქლიავი ორგანიზმს მიკროელემენტებს აწვდიან და საჭმლის მონელებაში ეხმარებიან ცილებით მდიდარი რაციონის გათვალისწინებით.
პროდუქტები, რომლებიც პირველ ჯგუფს მიკუთვნებულ ადამიანებს წონაში ადვილად ამატებინებენ და მეტაბოლიზმს ანელებენ: გლუტენის შემცველობის პროდუქტები (ხორბალი, შვრია); რძის პროდუქტები, განაკუთრებით ცხიმიანი; სიმინდი, ოსპი, ნებისმიერი სახის კომბოსტო, მათ შორის ბრიუსელის და ყვავილოვანი. ამ ჯგუფისთვის რეკომენდირებულია ისეთი საკვებისგან თავის შეკავება, რომელიც ორგანიზმში დუღილს იწვევს (ვაშლი, კომბოსტო). სასმელებიდან მათთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ასკილის ნახარში და პიტნის ჩაი.