Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=991 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/991 0 შეუდარებელი ტორტი „კარო“ - რეცეპტი, რომელსაც დიდხანს ეძებდით 2017-02-27 00:00:00 2017-02-27 00:00:00

ინგრედიენტები:

ცომი:

კვერცხი - 4 ც.

შაქარი - 1,5 ჭიქა

თაფლი - 2 ს.კ.

კონიაკი - 1 ს.კ.

ფქვილი - 1 და 2/3 ჭიქა

კაკაო - 2 ს.კ.

დარიჩინი - ½ ჩ.კ.

სოდა - 1.5 ჩ.კ.

ნიგოზი - 1 ჭიქა

შავი ქლიავის ჩირი - 100 გ

კრემი:

მოხარშული სგუშჩონი - 1 ქილა

კარაქი - 150 გ

მომზადება:

ნიგოზი წვრილად დაჭერით, შავი ქლიავის ჩირი დამდუღრეთ და შემდეგ ისიც წვრილად დაჭერით. ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი, სანამ არ მიიღებთ თეთრ, ფაფუკ მასას. დაამატეთ კონიაკი და თაფლი და ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ ნიგოზი და შავი ქლიავი. ცალკე ჭურჭელში გადაურიეთ ერთმანეთში ფქვილი, სოდა, კაკაო, დარიჩინი და დაამატეთ კვერცხის მასას. გამოაცხეთ 3 ან 2 ფენა.

იმისათვის რომ დანამოთ ფენები, სგუშჩონის ცარიელ ქილაში დაასხით ¼ ცხელი წყალი და დაამატეთ კონიაკი, აურიეთ. თითოეული ფენა, გარდა ზედა ფენისა, დანამეთ ამ სითხით.

ათქვიფეთ მოხარშულლი სგუშჩონი და კარაქი. წაუსვით ფენებს. გაადნეთ წყლის აბაზანაზე შავი შოკოლადი და მოასხით ტორტის ზედაპირს.

გემრიელად მიირთვით!