მკითხველის გამოცდილება / ყაბაყისა და ხორცის უგემრიელესი კატლეტი - მკითხველის რეცეპტი
ყაბაყისა და ხორცის უგემრიელესი კატლეტი - მკითხველის რეცეპტი

ინგრედიენტები


ყაბაყი - 2 ცალი (საშუალოზომის)

ღორის ხორცის ფარში - 500გრ.

სტაფილო -1 ცალი

ნიორი - 3 კბილი

კვერცხი - 3ცალი

ქინძი - 6 ღერი

ოხრახუში - 6 ღერი

მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით

პურის ფქვილი კატლეტების ამოსავლებლად რამდენიც დაგვჭირდება.


მომზადების წესი: 

ყაბაყს, სტაფილოს, ნიორს და მწვანილებს  გავატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში, შევურევთ ღორის ხორცის ფარშს, დავამატებთ კვერცხს, (რომ კარგად შეკრას მასა და კატლეტები არ დაიშალოს).

მოვაყრით მარილს და შავ პილპილს. კარგად ავურევთ და მივცემთ მრგვალ ფორმებს.

ამოვავლებთ ფქვილში და დავაწყობთ ცხელ ზეთიან ტაფაზე.


გემრიელად მიირთვით!


რეცეპტი მოგვაწოდა მარი კიკნაძემ



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა