ინგრედიენტები:
ფქვილი - 500 გ
მინერალური წყალი - 300 მლ
საფუარი - 5 გ
მარილი - 10 გ
შაქარი - 1 ჩ.კ.
მომზადება:
ფქვილი გაცერით, დაამატეთ მარილი და შაქარი. დაასხით მინერალური წყალი და მოზილეთ ცომი. ცომი გადაიღეთ ჯამში, გადააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ 20 წუთით. საფუარი გახსენით 2 ს.კ. წყალში, კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ ცომს და მოზილეთ. ცომი ისევ გადაიღეთ ჯამში, გადააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ 1 საათით.
გააკეთეთ ერთი ან რამდენიმე პური და გადაიღეთ ფორმებში, რომლებსაც წინასწარ მოაყარეთ ფქვილი. პურებს ასევე ზემოდან მოაყარეთ ფქვილი. შედგით გამორთულ ღუმელში 1 საათით.
შემდეგ ბასრი დანით გააკეთეთ ჩანაჭრები. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ღუმელის ყველაზე დაბალ თაროზე დადგით ჭიქა ცხელი წყლით. პური გამოაცხეთ 20-30 წუთის განმავლობაში ოქროსფერ ქერქამდე. როცა გამოიღებთ ღუმელიდან, დატოვეთ ფორმაში 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ამოიღეთ და გააგრილეთ ღუმელის ბადეზე.
გემრიელად მიირთვით!