რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / როგორ მოვამზადოთ მასკარპონე სახლის პირობებში?
როგორ მოვამზადოთ მასკარპონე სახლის პირობებში?

მასკარპონე- იტალიური წარმოშობის ნაღების რბილი ყველია. იყიდება სუპერმარკეტებში და შეგიძლიათ შინაც მოამზადოთ. 

ამისთვის დაგჭირდებათ  1 ლიტრი 20-25 %-იანი ნაღები. 1 ჩ.კ წყალი და ¼ ჩ.კ ლიმონმჟავა. ლიმონმჟავა გახსენით წყალში. ქვაბში ჩაასხით ნაღები და მოდუღებამდე მიიყვანეთ (უნდა გაცხელდეს დაახლოებით 80- 90 გრადუსამდე).

ნაღები სათქვეფელათი გათქვიფეთ და დაუმატეთ წყალში გახსნილი ლიმონმჟავა. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წთ-ის განმავლობაში. თქვეფა არ შეწყვიტოთ. ამ პერიოდში ნაღები შესქელდება. გადაიტანეთ რამდენიმე პირ დოლბანდში და გადაწურეთ. 

ხანდახან მოურიეთ ყველის მასას, რომ უკეთ გაიწუროს. დაახლოებით 2 საათში ყველი გახდება სქელი არაჟნის სისქის. ყველი გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში და მაცივარში შეინახეთ. სიცივეში იგი უფრო გასქელდება. უნდა მიიღოთ დაახლოებით 400-500 გ ყველი.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა