Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=99 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/99 0 როგორ მოვამზადოთ მასკარპონე სახლის პირობებში? 2016-02-04 00:00:00 2016-02-04 00:00:00

მასკარპონე- იტალიური წარმოშობის ნაღების რბილი ყველია. იყიდება სუპერმარკეტებში და შეგიძლიათ შინაც მოამზადოთ.

ამისთვის დაგჭირდებათ 1 ლიტრი 20-25 %-იანი ნაღები. 1 ჩ.კ წყალი და ¼ ჩ.კ ლიმონმჟავა. ლიმონმჟავა გახსენით წყალში. ქვაბში ჩაასხით ნაღები და მოდუღებამდე მიიყვანეთ (უნდა გაცხელდეს დაახლოებით 80- 90 გრადუსამდე).

ნაღები სათქვეფელათი გათქვიფეთ და დაუმატეთ წყალში გახსნილი ლიმონმჟავა. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წთ-ის განმავლობაში. თქვეფა არ შეწყვიტოთ. ამ პერიოდში ნაღები შესქელდება. გადაიტანეთ რამდენიმე პირ დოლბანდში და გადაწურეთ.

ხანდახან მოურიეთ ყველის მასას, რომ უკეთ გაიწუროს. დაახლოებით 2 საათში ყველი გახდება სქელი არაჟნის სისქის. ყველი გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში და მაცივარში შეინახეთ. სიცივეში იგი უფრო გასქელდება. უნდა მიიღოთ დაახლოებით 400-500 გ ყველი.