რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ხაჭოს ფიტნეს-ნამცხვარი - დესერტი მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს
ხაჭოს ფიტნეს-ნამცხვარი - დესერტი მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს

ინგრედიენტები:

უცხიმო რბილი ხაჭო - 250 გ

შვრიის ფანტელი (გერკულესი) - 100 გ

ვაშლი - 100 გ

ბანანი - 170 გ

თაფლი - 10 გ

ნახევარი ლიმონის წვენი (25 გ)

 

მომზადება:

ხაჭო , შვრიის ფანტელი, ლიმონის წვენი და თაფლი კარგად გადაურიეთ ერთმანეთში. დატოვეთ 30-40 წუთით. 

ვაშლი გახეხეთ, ბანანი დაჭყლიტეთ პიურეს კონსისტენციამდე. ხილი დაამატეთ ხაჭოს ნარევს და კარგად აურიეთ. ღუმელის ფორმას გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი. 

სადილის კოვზით ამოიღეთ ცომი და დაალაგეთ ფორმაზე. გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა