Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=976 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/976 0 ხაჭოს ფიტნეს-ნამცხვარი - დესერტი მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს 2017-02-15 00:00:00 2017-02-15 00:00:00

ინგრედიენტები:

უცხიმო რბილი ხაჭო - 250 გ

შვრიის ფანტელი (გერკულესი) - 100 გ

ვაშლი - 100 გ

ბანანი - 170 გ

თაფლი - 10 გ

ნახევარი ლიმონის წვენი (25 გ)

მომზადება:

ხაჭო , შვრიის ფანტელი, ლიმონის წვენი და თაფლი კარგად გადაურიეთ ერთმანეთში. დატოვეთ 30-40 წუთით.

ვაშლი გახეხეთ, ბანანი დაჭყლიტეთ პიურეს კონსისტენციამდე. ხილი დაამატეთ ხაჭოს ნარევს და კარგად აურიეთ. ღუმელის ფორმას გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი.

სადილის კოვზით ამოიღეთ ცომი და დაალაგეთ ფორმაზე. გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!