რეცეპტები / სალათები / სალათი მწყერის კვერცხით, ორაგულითა და პომიდორი ჩერით
სალათი მწყერის კვერცხით, ორაგულითა და პომიდორი ჩერით

ინგრედიენტები:

ორაგული - 200 გ

პომიდორი ჩერი - 200 გ

მწყერის კვერცხი - 10 ც.

ლიმონი - ½ ც.

სალათის ფურცელი - 1 კონა

ოხრახუში - 1 კონა

ზეითუნის ზეთი - გემოვნებით

მარილი, პილპილი - გემოვნებით

 

მომზადება:

1. ოდნავ დამარილებული ორაგული დაჭერით ჩხირებად.

2. სალათის ფურცლები გარეცხეთ და გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით. დაგლიჯეთ ხელით მცირე ნაჭრებად.

3. მოხარშეთ მდუღარე წყალში მწყერის კვერცხები 4-5 წუთი, გადაავლეთ ცივი წყალი და გააგრილეთ. გაფცქვენით და თითოეული კვერცხი სიგრძეზე გაჭერით შუაზე.

4. პომიდორი ჩერი გარეცხეთ და გააშრეთ. გაჭერით 4 ნაწილად.

5. სასალათეში გადაიღეთ ჯერ სალათის ფურცლები, შემდეგ გაანაწილეთ ორაგული, პომიდორი ჩერი და კვერცხი. ცალკე ჯამში გადაურიეთ ერთმანეთში წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მოასხით ლიმონის წვენი. დაამატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. მომზადებული სოუსი მოასხით სალათს და მიიტანეთ სუფრასთან.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა