ინგრედიენტები:
ორაგული - 200 გ
პომიდორი ჩერი - 200 გ
მწყერის კვერცხი - 10 ც.
ლიმონი - ½ ც.
სალათის ფურცელი - 1 კონა
ოხრახუში - 1 კონა
ზეითუნის ზეთი - გემოვნებით
მარილი, პილპილი - გემოვნებით
მომზადება:
1. ოდნავ დამარილებული ორაგული დაჭერით ჩხირებად.
2. სალათის ფურცლები გარეცხეთ და გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით. დაგლიჯეთ ხელით მცირე ნაჭრებად.
3. მოხარშეთ მდუღარე წყალში მწყერის კვერცხები 4-5 წუთი, გადაავლეთ ცივი წყალი და გააგრილეთ. გაფცქვენით და თითოეული კვერცხი სიგრძეზე გაჭერით შუაზე.
4. პომიდორი ჩერი გარეცხეთ და გააშრეთ. გაჭერით 4 ნაწილად.
5. სასალათეში გადაიღეთ ჯერ სალათის ფურცლები, შემდეგ გაანაწილეთ ორაგული, პომიდორი ჩერი და კვერცხი. ცალკე ჯამში გადაურიეთ ერთმანეთში წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მოასხით ლიმონის წვენი. დაამატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. მომზადებული სოუსი მოასხით სალათს და მიიტანეთ სუფრასთან.
გემრიელად მიირთვით!