ინგრედიენტები:
ყვავილოვანი კომბოსტო - 600 გ
ხახვი - 1 ც.
ნიორი - 3 კბილი
საფანელი - 50 გ
მაგარი ყველი - 20 გ
ზეითუნის ზეთი - 3 ჩ.კ.
დაჭრილი კამა - 1 ს.კ.
პილპილი, მარილი - გემოვნებით
მომზადება:
1. გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსამდე.
2. გარეცხეთ კომბოსტო და დაყავით ყვავილედებზე. დააწყეთ ღუმელის ფორმაზე და მოასხით ზეითუნის ზეთი. დააყარეთ მარილი და პილპილი. შედგით ცხელ ღუმელში და შებრაწეთ 20 წუთი, ყოველ 5 წუთში გააღეთ ღუმელი და გადააბრუნეთ კომბოსტო.
3. წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი, სანამ კომბოსტო იბრაწება, მოშუშეთ ტაფაში. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს, და დაამატეთ საფანელი, მოშუშეთ კიდევ 3 წუთი.
4. გადმოდგით ტაფა. როცა ნარევი გაგრილდება, დაამატეთ გახეხილი ყველი და წვრილად დაჭრილი კამა.
5. ცხელ კომბოსტოს დააყარეთ საფანელის, ყველისა და კამის ნაზავი და კარგად აურიეთ.
გემრიელად მიირთვით!