
ინგრედიენტები:
ფქვილი - 2 ჭიქა
შაქარი - 2 ჭიქა
კვერცხი - 2 ც.
სოდა - 1 ჩ.კ.
ვანილის შაქარი - 1 ჩ.კ.
დაჭრილი ანანასი საკუთარ წვენში - 560 გ
მარილი - მწიკვი
ნიგოზი - სურვილისამებრ
მინანქარი:
კარაქი - ½ ჭიქა
მდნარი ყველი - 230 გ
ვანილის შაქარი - 1 ჩ.კ.
შაქრის პუდრი - 1 ½ ჭიქა
მომზადება:
ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსამდე. ტორტის ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში. გადაიღეთ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხეთ ცხელ ღუმელში 35-40 წუთის განმავლობაში, სანამ არ მიიღებს ოქროსფერს.
მინანქარი: ათქვიფეთ დარბილებული კარაქი, მდნარი ყველი და ვანილი. თანდათან დაამატეთ შაქრის პუდრი. კარგად ათქვიფეთ და თბილ მდგომარეობაში წაუსვით ბისკვიტს. სურვილისამებრ მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი.
გემრიელად მიირთვით!