Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=959 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/959 0 ორიგინალური და ყველაზე მარტივი ანანასის ტორტი 2017-02-06 00:00:00 2017-02-06 00:00:00

ინგრედიენტები:

ფქვილი - 2 ჭიქა

შაქარი - 2 ჭიქა

კვერცხი - 2 ც.

სოდა - 1 ჩ.კ.

ვანილის შაქარი - 1 ჩ.კ.

დაჭრილი ანანასი საკუთარ წვენში - 560 გ

მარილი - მწიკვი

ნიგოზი - სურვილისამებრ


მინანქარი:

კარაქი - ½ ჭიქა

მდნარი ყველი - 230 გ

ვანილის შაქარი - 1 ჩ.კ.

შაქრის პუდრი - 1 ½ ჭიქა

მომზადება:

ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსამდე. ტორტის ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში. გადაიღეთ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხეთ ცხელ ღუმელში 35-40 წუთის განმავლობაში, სანამ არ მიიღებს ოქროსფერს.

მინანქარი: ათქვიფეთ დარბილებული კარაქი, მდნარი ყველი და ვანილი. თანდათან დაამატეთ შაქრის პუდრი. კარგად ათქვიფეთ და თბილ მდგომარეობაში წაუსვით ბისკვიტს. სურვილისამებრ მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი.

გემრიელად მიირთვით!