
ინგრედიენტები:
ცომისთვის:
სგუშჩონი - 1 ქილა
კვერცხი - 3 ც.
ფქვილი - 200 გ
გამაფხვიერებელი - 2 ჩ.კ.
კრემისთვის:
ნაღები 35% - 500 მლ
შაქრის პუდრი - 100 გ
მომზადება:
გაცერით ფქვილი და დაამატეთ გამაფხვიერებელი. ღრმა ჯამში გადაიღეთ სგუშჩონი, დაამატეთ კვერცხი და კარგად ათქვიფეთ მიქსერით. დაამატეთ გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი.
ცომი გაყავით 3 ნაწილად. თითოეული ფენა გამოაცხეთ პერგამენტით დაფარულ ღუმელის ტაფაზე 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთი.
კრემისთვის: ნაღები და შაქრის პუდრი აურიეთ ერთმანეთში და კარგად ათქვიფეთ. ფენებს წაუსვით კრემი, დააწყეთ ერთმანეთზე და შედგით მაცივარში. სურვილისამებრ ტორტი შეიძლება ზემოდან მორთოთ გახეხილი შოკოლადით ან დაჭრილი ნიგოზით.
გემრიელად მიირთვით!