რეცეპტები / აზიური სამზარეულო / ხახვის ღვეზელი, რომელიც პიცას დაგავიწყებთ
ხახვის ღვეზელი, რომელიც პიცას დაგავიწყებთ

ინგრედიენტები:

ხახვი - 700 გ

კვერცხი - 4 ც.

ფქვილი - 250 გ

არაჟანი - 500 გ

კარაქი - 175 გ

მუსკატის კაკალი - გემოვნებით

პილპილი - გემოვნებით

მარილი - გემოვნებით


მომზადება:


1. მოამზადეთ ცომი: გაადნეთ 125 გ კარაქი, დაამატეთ 3 ს.კ. არაჟანი და აურიეთ. დაამატეთ ფქვილი და მარილი. მოზილეთ ცომი და შედგით მაცივარში.

2. შიგთავსისითვის: დაჭერით ხახვი რგოლებად და მოშუშეთ დარჩენილ კარაქში დარბილებულ მდგომარეობამდე. ხახვი გადაიღეთ ჯამში, დაამატეთ დარჩენილი არაჟანი, უმი კვერცხი და მოაყარეთ მუსკატის კაკალი, პილპილი და მარილი. აურიეთ.

3. ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გააბრტყელეთ. გადაიღეთ ფორმაში და ამოუწიეთ გვერდები. ზემოდან გაანაწილეთ შიგთავსი და შებრაწეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა