Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=932 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/932 0 ხახვის ღვეზელი, რომელიც პიცას დაგავიწყებთ 2017-01-23 00:00:00 2017-01-23 00:00:00

ინგრედიენტები:

ხახვი - 700 გ

კვერცხი - 4 ც.

ფქვილი - 250 გ

არაჟანი - 500 გ

კარაქი - 175 გ

მუსკატის კაკალი - გემოვნებით

პილპილი - გემოვნებით

მარილი - გემოვნებით


მომზადება:


1. მოამზადეთ ცომი: გაადნეთ 125 გ კარაქი, დაამატეთ 3 ს.კ. არაჟანი და აურიეთ. დაამატეთ ფქვილი და მარილი. მოზილეთ ცომი და შედგით მაცივარში.

2. შიგთავსისითვის: დაჭერით ხახვი რგოლებად და მოშუშეთ დარჩენილ კარაქში დარბილებულ მდგომარეობამდე. ხახვი გადაიღეთ ჯამში, დაამატეთ დარჩენილი არაჟანი, უმი კვერცხი და მოაყარეთ მუსკატის კაკალი, პილპილი და მარილი. აურიეთ.

3. ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გააბრტყელეთ. გადაიღეთ ფორმაში და ამოუწიეთ გვერდები. ზემოდან გაანაწილეთ შიგთავსი და შებრაწეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!