რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / მანდარინის მაფინები - სწრაფი და გემრიელი
მანდარინის მაფინები - სწრაფი და გემრიელი

ინგრედიენტები:

კარაქი - 225 გ

შაქარი - 225 გ

ფქვილი - 225 გ

გამაფხვიერებელი - 2 ჩ.კ.

კვერცხი - 4 ც.

მანდარინი - 3 ც.

ყავისფერი ან ჩვეულებრივი შაქარი - 40 გ

 

მომზადება:

ჯამში მიქსერით კარგად ათქვიფეთ შაქარი და დარბილებული კარაქი. დაამატეთ თითო-თითო 4 კვერცხი და კარგად აურიეთ. დაამატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. საგულდაგულოთ აურიეთ.  გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. 

მოამზადეთ კექსის ფორმები. თითოეულ ფორმას წაუსვით კარაქი. ძირში დააყარეთ თითო-თითო სადილის კოვზი ყავისფერი ან ჩვეულებრივი შაქარი. გაფცქვენით მანდარინი, გაჭერით სიგანეზე და თითოეული ნახევარი ჩადეთ კექსის ფორმაში. 

ზემოდან ფრთხილად დაადეთ ცომი ისე, რომ დარჩეს ადგილი ცომის ამოსასვლელად.  გამოაცხეთ 20-30 წუთის განმავლობაში.  მაფინები კარგად უნდა შეიბრაწოს. მზადყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირით. შუა ნაწილი უნდა იყოს მშრალი.

გამოიღეთ მაფინები და დააწყეთ ღუმელის ბადეზე გასაგრილებლად 5-10 წუთით. შემდეგ შეგიძლიათ ამოიღოთ ფორმებიდან და გადააბრუნოთ (მანდარინები აღმოჩნდება ზემოდან).

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა