ინგრედიენტები:
კარაქი - 225 გ
შაქარი - 225 გ
ფქვილი - 225 გ
გამაფხვიერებელი - 2 ჩ.კ.
კვერცხი - 4 ც.
მანდარინი - 3 ც.
ყავისფერი ან ჩვეულებრივი შაქარი - 40 გ
მომზადება:
ჯამში მიქსერით კარგად ათქვიფეთ შაქარი და დარბილებული კარაქი. დაამატეთ თითო-თითო 4 კვერცხი და კარგად აურიეთ. დაამატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. საგულდაგულოთ აურიეთ. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე.
მოამზადეთ კექსის ფორმები. თითოეულ ფორმას წაუსვით კარაქი. ძირში დააყარეთ თითო-თითო სადილის კოვზი ყავისფერი ან ჩვეულებრივი შაქარი. გაფცქვენით მანდარინი, გაჭერით სიგანეზე და თითოეული ნახევარი ჩადეთ კექსის ფორმაში.
ზემოდან ფრთხილად დაადეთ ცომი ისე, რომ დარჩეს ადგილი ცომის ამოსასვლელად. გამოაცხეთ 20-30 წუთის განმავლობაში. მაფინები კარგად უნდა შეიბრაწოს. მზადყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირით. შუა ნაწილი უნდა იყოს მშრალი.
გამოიღეთ მაფინები და დააწყეთ ღუმელის ბადეზე გასაგრილებლად 5-10 წუთით. შემდეგ შეგიძლიათ ამოიღოთ ფორმებიდან და გადააბრუნოთ (მანდარინები აღმოჩნდება ზემოდან).
გემრიელად მიირთვით!