რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / მანდარინი შოკოლადში - სწრაფი და ორიგინალური დესერტი
მანდარინი შოკოლადში - სწრაფი და ორიგინალური დესერტი

მომზადება:

მანდარინი - 3-4 ც.

შავი შოკოლადი - 100 გ

მოსართავად: ქოქოსის ფანტელი ან წვრილად დაჭრილი თხილი

მომზადება:

1. მანდარინი გაფცქვენით, დაყავით წილაკებზე და მოაცილეთ თეთრი ძაფები.

2. შოკოლადი გაადნეთ წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში.

3. მანდარინის თითოეული წილაკი ნახევრამდე ჩაუშვით გამდნარ შოკოლადში და შემდეგ დადეთ პერგამენტზე.

4. შოკოლადის ნაწილს მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი ან დაჭრილი თხილი.

5. გააგრილეთ წილაკები 10-15 წუთით, იმისათვის რომ შოკოლადი გასქელდეს.

6. გადაიღეთ ლანგარზე და მიიტანეთ სუფრასთან.

 

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა