Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=917 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/917 0 მანდარინი შოკოლადში - სწრაფი და ორიგინალური დესერტი 2017-01-11 00:00:00 2017-01-11 00:00:00

მომზადება:

მანდარინი - 3-4 ც.

შავი შოკოლადი - 100 გ

მოსართავად: ქოქოსის ფანტელი ან წვრილად დაჭრილი თხილი

მომზადება:

1. მანდარინი გაფცქვენით, დაყავით წილაკებზე და მოაცილეთ თეთრი ძაფები.

2. შოკოლადი გაადნეთ წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში.

3. მანდარინის თითოეული წილაკი ნახევრამდე ჩაუშვით გამდნარ შოკოლადში და შემდეგ დადეთ პერგამენტზე.

4. შოკოლადის ნაწილს მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი ან დაჭრილი თხილი.

5. გააგრილეთ წილაკები 10-15 წუთით, იმისათვის რომ შოკოლადი გასქელდეს.

6. გადაიღეთ ლანგარზე და მიიტანეთ სუფრასთან.

გემრიელად მიირთვით!