რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / უნაზესი ქათმის ღვიძლი მილანურად - სწრაფი და გემრიელი ვახშამი
უნაზესი ქათმის ღვიძლი მილანურად - სწრაფი და გემრიელი ვახშამი

ინგრედიენტები:

ქათმის ღვიძლი - 600 გ

მაგარი ყველი - 150 გ

პომიდორი - 2 ც.

ხახვი - 1 ც.

ნიორი - 3-4 კბილი

მწვანილი

მარილი, პილპილი

მომზადება:

ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ზეთში. დაამატეთ 2-3 ნაწილად გაჭრილი ღვიძლი და შეწვით 7 წუთის განმავლობაში, დროდადრო მოურიეთ. შემდეგ გადაიღეთ ღვიძლი ღუმელის ფორმაზე, დააყარეთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი მწვანილი და ნიორი. ზემოდან დაადეთ დაჭრილი პომიდორი და გახეხილი ყველი. შებრაწეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ყველის გადნობამდე.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა