Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=914 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/914 0 უნაზესი ქათმის ღვიძლი მილანურად - სწრაფი და გემრიელი ვახშამი 2017-01-12 00:00:00 2017-01-12 00:00:00

ინგრედიენტები:

ქათმის ღვიძლი - 600 გ

მაგარი ყველი - 150 გ

პომიდორი - 2 ც.

ხახვი - 1 ც.

ნიორი - 3-4 კბილი

მწვანილი

მარილი, პილპილი

მომზადება:

ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ზეთში. დაამატეთ 2-3 ნაწილად გაჭრილი ღვიძლი და შეწვით 7 წუთის განმავლობაში, დროდადრო მოურიეთ. შემდეგ გადაიღეთ ღვიძლი ღუმელის ფორმაზე, დააყარეთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი მწვანილი და ნიორი. ზემოდან დაადეთ დაჭრილი პომიდორი და გახეხილი ყველი. შებრაწეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ყველის გადნობამდე.

გემრიელად მიირთვით!