ინგრედიენტები:
ფარში - 500 გ
პომიდორი - 300 გ
ბულიონი - 2 ჭიქა
მაკარონი - 300 გ
კარაქი - 2 ს.კ.
ფქვილი - 2 ს.კ.
რძე - ¾ ჭიქა
გახეხილი მაგარი ყველი - 1 ჭიქა
მარილი - 0,5 ჩ.კ.
პილპილი - 0,5 ჩ.კ.
სანელებლები - გემოვნებით
მომზადება:
ფარში მოშუშეთ ტაფაზე. დაამატეთ სანელებლები, შემდეგ კი - დაჭრილი პომიდორი. დაამატეთ ბულიონი. როცა დაიწყებს დუღილს, დაამატეთ მაკარონი, დაახურეთ თავსახური და მოხარშეთ მზადყოფნამდე.
სანამ იხარშება მაკარონი, მოამზადეთ სოუსი: გაადნეთ კარაქი და დაამატეთ ფქვილი. კარგად აურიეთ და შებრაწეთ ოქროსფრამდე. დაამატეთ რძე და ისევ კარგად აურიეთ. სოუსი მიიყვანეთ დუღილამდე. დაამატეთ 1 ჭიქა გახეხილი ყველი და აურიეთ ერთგვაროვნამდე. დაამატეთ მარილი და პილპილი. სოუსი დაამატეთ მაკარონში და ფრთხილად აურიეთ.
გემრიელად მიირთვით!