Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=908 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/908 0 მაკარონის ჩიზბურგერი - შეასანიშნავი საშუალებაა გაამრავალფეროვნოთ ჩვეული მენიუ 2017-01-05 00:00:00 2017-01-05 00:00:00

ინგრედიენტები:

ფარში - 500 გ

პომიდორი - 300 გ

ბულიონი - 2 ჭიქა

მაკარონი - 300 გ

კარაქი - 2 ს.კ.

ფქვილი - 2 ს.კ.

რძე - ¾ ჭიქა

გახეხილი მაგარი ყველი - 1 ჭიქა

მარილი - 0,5 ჩ.კ.

პილპილი - 0,5 ჩ.კ.

სანელებლები - გემოვნებით

მომზადება:

ფარში მოშუშეთ ტაფაზე. დაამატეთ სანელებლები, შემდეგ კი - დაჭრილი პომიდორი. დაამატეთ ბულიონი. როცა დაიწყებს დუღილს, დაამატეთ მაკარონი, დაახურეთ თავსახური და მოხარშეთ მზადყოფნამდე.

სანამ იხარშება მაკარონი, მოამზადეთ სოუსი: გაადნეთ კარაქი და დაამატეთ ფქვილი. კარგად აურიეთ და შებრაწეთ ოქროსფრამდე. დაამატეთ რძე და ისევ კარგად აურიეთ. სოუსი მიიყვანეთ დუღილამდე. დაამატეთ 1 ჭიქა გახეხილი ყველი და აურიეთ ერთგვაროვნამდე. დაამატეთ მარილი და პილპილი. სოუსი დაამატეთ მაკარონში და ფრთხილად აურიეთ.

გემრიელად მიირთვით!