რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / თაფლისა და ფორთოხლის უნაზესი ნამცხვარი - მაშინვე შეგიყვარდებათ!
თაფლისა და ფორთოხლის უნაზესი ნამცხვარი - მაშინვე შეგიყვარდებათ!

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

ფქვილი - 2,5 ჭიქა

კარაქი - 70 გ

კვერცხი - 1 ც.

არაჟანი - 1 ს.კ.

თაფლი - 2 ს.კ.

შაქარი - 1 ს.კ.

ვანილის შაქარი - 10 გ

სოდა - 1 ჩ.კ.

 

კრემისთვის:

ფორთოხლის წვენი - 80 გ

მოხარშული შედედებული რძე - 1 ქილა

არაჟანი 15% - 8 ს.კ.

 

მომზადება:

კარაქი დაადნეთ და გააგრილეთ. კვერცხი აურიეთ შაქარს, ვანილს და თაფლს. დაამატეთ არაჟანი, კარაქი, ფქვილი, სოდა და მოზილეთ ელასტიური ცომი.                        

ცომი გააბრტყელეთ მთელი ღუმელის ფორმაზე და გამოაცხეთ 175 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 8 წუთი, როგორც კი შეწითლდება ბისკვიტი. არ გადააჭარბოთ!

კრემისთვის: მოხარშული შედედებული რძე ათქვიფეთ ხელის სათქვეფით ფორთოხლის წვენთან და არაჟანთან. თანდათან არეგულირეთ კრემის სისქე წვენის ან არაჟნის დამატებით. გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერით შუაზე და ჩამოაჭერით გვერდები. ფენებს წაუსვით კრემი და დაადეთ ერთმანეთს. რამდენიმე საათში, როცა ბისკვიტი გაიჟღინთება კრემით, დაფშვენით ჩამოჭრილი გვერდები და მოაყარეთ ტორტს.

 

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა