Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=896 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/896 0 თაფლისა და ფორთოხლის უნაზესი ნამცხვარი - მაშინვე შეგიყვარდებათ! 2016-12-28 00:00:00 2016-12-28 00:00:00

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

ფქვილი - 2,5 ჭიქა

კარაქი - 70 გ

კვერცხი - 1 ც.

არაჟანი - 1 ს.კ.

თაფლი - 2 ს.კ.

შაქარი - 1 ს.კ.

ვანილის შაქარი - 10 გ

სოდა - 1 ჩ.კ.

კრემისთვის:

ფორთოხლის წვენი - 80 გ

მოხარშული შედედებული რძე - 1 ქილა

არაჟანი 15% - 8 ს.კ.

მომზადება:

კარაქი დაადნეთ და გააგრილეთ. კვერცხი აურიეთ შაქარს, ვანილს და თაფლს. დაამატეთ არაჟანი, კარაქი, ფქვილი, სოდა და მოზილეთ ელასტიური ცომი.

ცომი გააბრტყელეთ მთელი ღუმელის ფორმაზე და გამოაცხეთ 175 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 8 წუთი, როგორც კი შეწითლდება ბისკვიტი. არ გადააჭარბოთ!

კრემისთვის: მოხარშული შედედებული რძე ათქვიფეთ ხელის სათქვეფით ფორთოხლის წვენთან და არაჟანთან. თანდათან არეგულირეთ კრემის სისქე წვენის ან არაჟნის დამატებით. გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერით შუაზე და ჩამოაჭერით გვერდები. ფენებს წაუსვით კრემი და დაადეთ ერთმანეთს. რამდენიმე საათში, როცა ბისკვიტი გაიჟღინთება კრემით, დაფშვენით ჩამოჭრილი გვერდები და მოაყარეთ ტორტს.

გემრიელად მიირთვით!