ინგრედიენტები:
ხორცი - 500 გ
ხახვი - 2 ც.
ფქვილი - 1 ს.კ.
ტომატის პასტა - 3 ს.კ.
მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი, მწვანილი
მომზადება:
ხორცი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად.
ხახვი წვრილად დაჭერით. ღრმა ტაფაში გააცხელეთ ზეთი და ძლიერ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში შეწვით ხორცი. დაამატეთ ხახვი და მუდმივი მორევით მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე.
ხორცს დააყარეთ მარილი, პილპილი, ფქვილი. კარგად აურიეთ და მოშუშეთ კიდევ 2-3 წუთი. დაამატეთ ტომატის პასტა და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ 2-3 ჭიქა წყალი ან ხორცის ბულიონი, აურიეთ. დაამატეთ დაფნის ფოთოლი, დაახურეთ თავსახური და შუშეთ დაბალ ცეცხლზე 1-1,5 საათი. სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!