რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / ომლეტი ფრანგულად - რეცეპტი, რომელსაც იყენებენ ევროპელი მზარეულები
ომლეტი ფრანგულად - რეცეპტი, რომელსაც იყენებენ ევროპელი მზარეულები

ინგრედიენტები:

კვერცხი - 3 ც.

კარაქი - 20 გ

მარილი - გემოვნებით

კამა - 20 გ

 ოხრახუში - 20 გ

მაგარი ყველი - 50 გ

 

მომზადება:

1.     წვრილად დაჭერით კამა და ოხრახუში.

2.     კვერცხი ათქვიფეთ ჯამში ხელის სათქვეფით, დაამატეთ მწვანილი და მარილი.

3.     საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ ტაფა კარაქით და დაასხით კვერცხის ნარევი.

4.     ხის ნიჩბით აურიეთ ნარევი, სანამ ომლეტი არ გასქელდება.

5.     ომლეტის ერთი გვერდი მოკეცეთ ცენტრისკენ და დააყარეთ გახეხილი ყველი, შემდეგ ყველი დააფარეთ ომლეტის მეორე გვერდით. შეწვით მზადყოფნამდე დაახლოებით 5-7 წუთი, სანამ კვერცხის ნარევი არ გასქელდება.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა