რეცეპტები / ცომეული / ბარბარობას მოსამზადებელი უგემრიელესი ლობიანის რეცეპტი
ბარბარობას მოსამზადებელი უგემრიელესი ლობიანის რეცეპტი

1 კილო წითელი ლობიო რამდენიმე საათით გააჩერეთ წყალში და შემდეგ გადაწურეთ. მოხარშვისას არ დაგავიწყდეთ 3 ცალი დაფნის ფოთოლი. რამდენიმე თავი ხახვი და 3 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი მოთუშეთ ზეთში. და შეურიეთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული მოხარშული ლობიო. დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი და ხმელი ქონდარი გემოვნებით. ლობიანის გული მზად არის.


ცომს მოზელისას შეურიეთ 1 კოვზი შაქარი, საფუარი და 50 გრამი ზეთი. მარილი გემოვნებით. გააჩერეთ ორ საათამდე სანამ არ აფუვდება. 


ზეთიანი ხელებით გააკეთეთ გუნდები და გულში მოათავსეთ გამზადებული ლობიო. გამოაცხეთ ზეთში ორივე მხრიდან.




Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა