Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=866 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/866 0 ბარბარობას მოსამზადებელი უგემრიელესი ლობიანის რეცეპტი 2016-12-16 00:00:00 2016-12-16 00:00:00

1 კილო წითელი ლობიო რამდენიმე საათით გააჩერეთ წყალში და შემდეგ გადაწურეთ. მოხარშვისას არ დაგავიწყდეთ 3 ცალი დაფნის ფოთოლი. რამდენიმე თავი ხახვი და 3 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი მოთუშეთ ზეთში. და შეურიეთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული მოხარშული ლობიო. დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი და ხმელი ქონდარი გემოვნებით. ლობიანის გული მზად არის.


ცომს მოზელისას შეურიეთ 1 კოვზი შაქარი, საფუარი და 50 გრამი ზეთი. მარილი გემოვნებით. გააჩერეთ ორ საათამდე სანამ არ აფუვდება.


ზეთიანი ხელებით გააკეთეთ გუნდები და გულში მოათავსეთ გამზადებული ლობიო. გამოაცხეთ ზეთში ორივე მხრიდან.