რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / სალათი „ძოწის სამაჯური“ - საახალწლო სუფრის ნამდვილი სამკაული!
სალათი „ძოწის სამაჯური“ - საახალწლო სუფრის ნამდვილი სამკაული!

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე - 250 გ

კარტოფილი - 2 ც.

ჭარხალი - 2 ც.

სტაფილო - 2 ც.

კვერცხი - 3 ც.

ხახვი - 1 ც.

ნიგოზი - გემოვნებით

მაიონეზი, მარილი, პილპილი - გემოვნებით

 

მომზადება:

კვერცხი და ბოსტნეული მოხარშეთ, გაფცქვენით და გახეხეთ სახეხზე. მოხარშული ქათმის ფილე წვრილად დაჭერით და მოაყარეთ მარილი და პილპილი. 

ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ზეთში.      

ნიგოზი წვრილად დაჭერით ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან ბლენდერში. 

ლანგარის შუა ნაწილში მოათავსეთ ჭიქა და გარშემო ფენა-ფენა დააწყეთ სალათის ინგრედიენტები: ქათმის ფილე, კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ნიგოზი, ხახვი, კვერცხი, ისევ ჭარხალი, ნიგოზი და ქათმის ფილე. ფენებს გემოვნებით დაამატეთ მარილი.                                                                         

ფრთხილად ამოიღეთ ჭიქა და წაუსვით სალათს მაიონეზე. ზემოდან და გარშემო მორთეთ ბროწეულით. შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა