ინგრედიენტები:
ქათმის ფილე - 250 გ
კარტოფილი - 2 ც.
ჭარხალი - 2 ც.
სტაფილო - 2 ც.
კვერცხი - 3 ც.
ხახვი - 1 ც.
ნიგოზი - გემოვნებით
მაიონეზი, მარილი, პილპილი - გემოვნებით
მომზადება:
კვერცხი და ბოსტნეული მოხარშეთ, გაფცქვენით და გახეხეთ სახეხზე. მოხარშული ქათმის ფილე წვრილად დაჭერით და მოაყარეთ მარილი და პილპილი.
ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ზეთში.
ნიგოზი წვრილად დაჭერით ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან ბლენდერში.
ლანგარის შუა ნაწილში მოათავსეთ ჭიქა და გარშემო ფენა-ფენა დააწყეთ სალათის ინგრედიენტები: ქათმის ფილე, კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ნიგოზი, ხახვი, კვერცხი, ისევ ჭარხალი, ნიგოზი და ქათმის ფილე. ფენებს გემოვნებით დაამატეთ მარილი.
ფრთხილად ამოიღეთ ჭიქა და წაუსვით სალათს მაიონეზე. ზემოდან და გარშემო მორთეთ ბროწეულით. შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.
გემრიელად მიირთვით!