რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ნამცხვარი „ქოხი“
ნამცხვარი „ქოხი“

ინგრედიენტები:

სგუშჩონი - 380 გ

ხაჭო 5-9% - 200 გ

კარაქი - 100 გ

პეჩენია „იუბილეინოე“ – 12 ც.

 მოხარშული მაგარი ყავა (ცივი) - 200 მლ

შავი შოკოლადი - 100 გ

 

მომზადება:

1.     მოამზადეთ კრემი. მიქსერით ათქვიფეთ კარაქი, რომ გამოვიდეს ფუმფულა მასა. დაამატეთ სგუშჩონი და ხაჭო. ათქვიფეთ ერთგვაროვნამდე.

2.     ხის დაფას დააფარეთ საკვები ცელოფანი ისე, რომ გვერდები ჩამოშვებული იყოს. თითო-თითო პეჩენია ჩააწეთ ცივ ყავაში და დააწყეთ ცენტრში მართკუთხედის სახით (3ც. და 4 ც.). მიღებულ მართკუთხედს წაუსვით ხაჭოს კრემი. გააკეთეთ ყავიანი პეჩენიების კიდევ ორი ფენა და ორივეს ასევე  წაუსვით კრემი. ფრთხილად აწიეთ საკვები ცელოფნის ბოლოები და გააკეთეთ „ქოხი“.

3.     მოათავსეთ ნამცხვარი საყინულეში 4 საათით. სუფრასთან მიტანის წინ მოასხით გამდნარი შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა