Gurmania.ge Gurmania.ge 2026-01-13 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=859 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/859 0 ნამცხვარი „ქოხი“ 2016-12-14 00:00:00 2016-12-14 00:00:00

ინგრედიენტები:

სგუშჩონი - 380 გ

ხაჭო 5-9% - 200 გ

კარაქი - 100 გ

პეჩენია „იუბილეინოე“ – 12 ც.

მოხარშული მაგარი ყავა (ცივი) - 200 მლ

შავი შოკოლადი - 100 გ

მომზადება:

1. მოამზადეთ კრემი. მიქსერით ათქვიფეთ კარაქი, რომ გამოვიდეს ფუმფულა მასა. დაამატეთ სგუშჩონი და ხაჭო. ათქვიფეთ ერთგვაროვნამდე.

2. ხის დაფას დააფარეთ საკვები ცელოფანი ისე, რომ გვერდები ჩამოშვებული იყოს. თითო-თითო პეჩენია ჩააწეთ ცივ ყავაში და დააწყეთ ცენტრში მართკუთხედის სახით (3ც. და 4 ც.). მიღებულ მართკუთხედს წაუსვით ხაჭოს კრემი. გააკეთეთ ყავიანი პეჩენიების კიდევ ორი ფენა და ორივეს ასევე წაუსვით კრემი. ფრთხილად აწიეთ საკვები ცელოფნის ბოლოები და გააკეთეთ „ქოხი“.

3. მოათავსეთ ნამცხვარი საყინულეში 4 საათით. სუფრასთან მიტანის წინ მოასხით გამდნარი შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით!