
ინგრედიენტები:
საშუალო ზომის ფორთოხალი - 3 ც.
მცენარეული ზეთი - 10 ს.კ.
შაქარი - 1 ჭიქა
სოდა - 1 ჩ.კ.
ფქვილი - 4 ჭიქა
მომზადება:
ფორთოხალი გაფცქვენით, დაყავით წილაკებზე და მოაშორეთ კურკები. დააბლენდერეთ პიურეს კონსისტენციამდე.
ჯამში გადაურიეთ ერთმანეთში ფორთოხლის პიურე, შაქარი და მცენარეული ზეთი.
დაამატეთ ფქვილი და სოდა, კარგად აურიეთ.
მოზილეთ 0,3-0,5 სმ სისქის ცომი. ამოჭერით სხვადასხვა ფორმის პეჩენიები და დააწყეთ პერგამენტის ქაღალდით მოფენილ ღუმელის ფორმაზე.
შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 12-15 წუთით.
ფორთოხლის მაგივრად ცომში შეიძლება ჩადოთ 4 ც. ლიმონი. იმისათვის, რომ არ გაამწაროს ცომი, ლიმონები მთლიანად წინასწარ უნდა მოხარშოთ წყალში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ უნდა გაჭრათ და ამოიღოთ ფაფისებური შიგთავსი, რომელიც უნდა გამოიყენოთ ცომში.
გემრიელად მიირთვით!