რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / უგემრიელესი სკუმბრია 3 წუთში! - შებოლვისა და ქიმიის გარეშე
უგემრიელესი სკუმბრია 3 წუთში! - შებოლვისა და ქიმიის გარეშე

ინგრედიენტები:

სკუმბრია - 1 ც.

ხახვის ფურცლები - 1 მუჭა

მარილი - 5 ს.კ.

წყალი - 1 ლ

 

მომზადება:

1.     ხახვის ფურცლებს დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. დაამატეთ მარილი და მიიყვანეთ დუღილამდე.

2.     მდუღარე წყალში ჩაუშვით თევზი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე ზუსტად 3 წუთი.

3.     ამოიღეთ სკუმბრია მარილწყლიდან, დააცადეთ სითხეს ჩამოიწუროს, გააგრილეთ. თევზი მზადაა!

მიუხედავად მარტივი მომზადებისა, თევზი გამოდის ძალიან გემრიელი. მიირთვით კარტოფილთან, სალათებთან ან უბრალოდ მწვანილით და ლიმონის წვენით.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა