Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=848 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/848 0 უგემრიელესი სკუმბრია 3 წუთში! - შებოლვისა და ქიმიის გარეშე 2016-12-09 00:00:00 2016-12-09 00:00:00

ინგრედიენტები:

სკუმბრია - 1 ც.

ხახვის ფურცლები - 1 მუჭა

მარილი - 5 ს.კ.

წყალი - 1 ლ

მომზადება:

1. ხახვის ფურცლებს დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. დაამატეთ მარილი და მიიყვანეთ დუღილამდე.

2. მდუღარე წყალში ჩაუშვით თევზი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე ზუსტად 3 წუთი.

3. ამოიღეთ სკუმბრია მარილწყლიდან, დააცადეთ სითხეს ჩამოიწუროს, გააგრილეთ. თევზი მზადაა!

მიუხედავად მარტივი მომზადებისა, თევზი გამოდის ძალიან გემრიელი. მიირთვით კარტოფილთან, სალათებთან ან უბრალოდ მწვანილით და ლიმონის წვენით.