Gurmania.ge Gurmania.ge 2025-02-06 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=844 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/844 0 ხურმის 10 სასარგებლო თვისება - იმკურნალეთ უწამლოდ 2016-12-08 00:00:00 2016-12-08 00:00:00 ხურმა მედიცინაში ცნობილია, როგორც შარდმდენი, საფაღარათო, იმუნური სისტემის გამაძლიერებელი საშუალება. იცავს ღვიძლს დაზიანებისგან და იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად.

1. გაციება და გრიპი - ხურმა შეიცავს იმდენი რაოდენობით ც ვიტამინს, რომ თუ რეგულარულად მიირთმევთ, გაციებისგან ბოლომდე დაცული იქნებით.

2. შეკრულობა - ხურმას გააჩნია მსუბუქი საფაღარათო თვისებები.

3. შარდმდენი - ყოველდღიური მოხმარებისას ხურმა იდეალური შარდმდენია.

4. ამცირებს სისხლის წნევას - თუ წნევა გაწუხებთ, მიირთვით ხურმა ხშირად. მკურნალობის შემთხვევაში დააბლენდერეთ კანგაცლილი ხურმა, შეურიეთ 1 ჭიქა რძე. სასმელი დალიეთ კვირაში 3-ჯერ.

5. ახდენს ღვიძლის დეტოქსიკაციას - იდეალურია ღვიძლის პრობლემებისგან თავის დასაცავად.

6. ენერგიის წყარო - თუ სპორტით ხართ დაკავებული, მაშინ ხურმა იდეალური სტიმულატორია.

7. ბუნებრივი ანტიდეპრესანტი - ხურმის წვენი ხსნის დეპრესიას.

8. ხურმის დიეტა - მკაცრი დიეტის დროს შეგიძლიათ მიირთვათ დღეში ორი ცალი ხურმა. გაგიქრობთ შიმშილის გრძნობას და დაგიცავთ თავბრუსხვევისგან.

9. ხელს უწყობს პოტენციის ამაღლებას - დღეში ორ-სამ ხურმას თუ მიირთმევთ პოტენციაზე პრობლემა არ შეგექმნებათ.

10. იცავს კანს დანაოჭებისგან - შეურიეთ კანგაცლილ, დაჭყლეტილ ხურმაში ლიმონის რამდენიმე წვეთი და წაისვით სახეზე. იდეალური ნიღაბია. აახალგაზრდავებს და ანაზებს კანს.