ინგრედიენტები:
საქონლის სტეიკი - 1,5 კგ
ნიორი - 6 კბილი
მარილი, პილპილი - გემოვნებით
მცენარეული ზეთი - 2 ს.კ.
კარაქი - 4 ს.კ.
ოხრახუში წვრილად დაჭრილი - 1 ს.კ.
მომზადება:
ნიორი დაჭყლიტეთ და დააყარეთ მარილი.
სტეიკი დაჭერით 4 ნაწილად. გააშრეთ და ორივე მხრიდან უხვად დააყარეთ მარილი და პილპილი. ტაფაში ძლიერ ცეცხლზე გააცხელეთ ზეთი და შეწვით სტეიკები ორივე მხრიდან 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაიღეთ თეფშებზე და დატოვეთ, სანამ მოამზადებთ ნივრის ზეთს.
ტაფაში დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი. დაამატეთ ნიორი და მოშუშეთ ოქროსფრამდე დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში.
სტეიკს მოასხით ნივრის ზეთი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!