Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=839 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/839 0 არომატული ნაზი სტეიკი ბრაზილიურად ნივრის ზეთში 2016-12-07 00:00:00 2016-12-07 00:00:00

ინგრედიენტები:

საქონლის სტეიკი - 1,5 კგ

ნიორი - 6 კბილი

მარილი, პილპილი - გემოვნებით

მცენარეული ზეთი - 2 ს.კ.

კარაქი - 4 ს.კ.

ოხრახუში წვრილად დაჭრილი - 1 ს.კ.

მომზადება:

ნიორი დაჭყლიტეთ და დააყარეთ მარილი.

სტეიკი დაჭერით 4 ნაწილად. გააშრეთ და ორივე მხრიდან უხვად დააყარეთ მარილი და პილპილი. ტაფაში ძლიერ ცეცხლზე გააცხელეთ ზეთი და შეწვით სტეიკები ორივე მხრიდან 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაიღეთ თეფშებზე და დატოვეთ, სანამ მოამზადებთ ნივრის ზეთს.

ტაფაში დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი. დაამატეთ ნიორი და მოშუშეთ ოქროსფრამდე დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში.

სტეიკს მოასხით ნივრის ზეთი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით!