რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / უზომოდ გემრიელი დესერტი გოგრით და ხაჭოთი
უზომოდ გემრიელი დესერტი გოგრით და ხაჭოთი

ინგრედიენტები:

უცხიმო ხაჭო - 500 გ

გოგრა - 125 გ

კვერცხი - 3 ც.

მანანის ბურღული - 3 ს.კ.

რძე 1 % - 100 მლ

სოდა - 1 ჩ.კ.

დაფქული დარიჩინი - 1 ჩ.კ.

შაქარი - გემოვნებით

 

მომზადება:

1.     ათქვიფეთ ბლენდერში ხაჭო, რძე, კვერცხი, მანანის ბურღული და შაქარი.

2.     მასა გაყავით 2 ნაწილად.

3.     გოგრა გახეხეთ სახეხზე და გაწურეთ, დაამატეთ დარიჩინი და შაქარი.

4.     გადაურიეთ ერთმანეთში გოგრა და ხაჭოს მასის ერთი ნაწილი. ფორმას წაუსვით კარაქი და რიგრიგობით დაამატეთ 2 კოვზი თეთრი ხაჭოს მასა, შემდეგ 2 კოვზი ყვითელი მასა (გოგრისა და ხაჭოს ნარევი) და ა.შ.

5.     გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა