Gurmania.ge Gurmania.ge 2026-01-13 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=821 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/821 0 უზომოდ გემრიელი დესერტი გოგრით და ხაჭოთი 2016-11-29 00:00:00 2016-11-29 00:00:00

ინგრედიენტები:

უცხიმო ხაჭო - 500 გ

გოგრა - 125 გ

კვერცხი - 3 ც.

მანანის ბურღული - 3 ს.კ.

რძე 1 % - 100 მლ

სოდა - 1 ჩ.კ.

დაფქული დარიჩინი - 1 ჩ.კ.

შაქარი - გემოვნებით

მომზადება:

1. ათქვიფეთ ბლენდერში ხაჭო, რძე, კვერცხი, მანანის ბურღული და შაქარი.

2. მასა გაყავით 2 ნაწილად.

3. გოგრა გახეხეთ სახეხზე და გაწურეთ, დაამატეთ დარიჩინი და შაქარი.

4. გადაურიეთ ერთმანეთში გოგრა და ხაჭოს მასის ერთი ნაწილი. ფორმას წაუსვით კარაქი და რიგრიგობით დაამატეთ 2 კოვზი თეთრი ხაჭოს მასა, შემდეგ 2 კოვზი ყვითელი მასა (გოგრისა და ხაჭოს ნარევი) და ა.შ.

5. გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!