რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / პე-დე-ნონი - უგემრიელესი ფრანგული პონჩიკი
პე-დე-ნონი - უგემრიელესი ფრანგული პონჩიკი

ინგრედიენტები:

კარაქი - 100 გ

ფქვილი - 1 ჭიქა

კვერცხი - 4 ც.

მარილი - ¼ ჩ.კ.

ზეთი ფრიტიურისთვის - 1 ლ.

შაქრის პუდრი - მოსაყრელად

 

მომზადება:

1. ქვაბში 300 მლ მდუღარე წყალში გაადნეთ კარაქი. გადმოდგით, დაამატეთ მარილი და გაცრილი ფქვილი. ხის ნიჩბით აურიეთ ერთგვაროვნამდე - უნდა გამოვიდეს სქელი მასა.

2. ჩაახალეთ თითო-თითო კვერცხი და ყოველი კვერცხის შემდეგ კარგად აურიეთ.

3. მაღალ ქვაბში 160-180 გრადუსამდე გააცხელეთ ფრიტიურისთვის ზეთი (ასეთი ტემპერატურის დროს 1x1 ზომის პურის ნაჭერი იბრაწება ოქროსფრამდე 30 წამში).

4. ულუფებად ჩაუშვით ცხელ ზეთში რამდენიმე ჩაის კოვზი ცომი და შებრაწეთ 6 წუთის განმავლობაში, თან დროდადრო აბრუნეთ.

5. მომზადებული პონჩიკები დააწყეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოცილდეს ზედმეტი ცხიმი. შემდეგ გადაიტანეთ ლანგარზე და მოაყარეთ შაქრის პუდრი.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა