Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=814 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/814 0 პე-დე-ნონი - უგემრიელესი ფრანგული პონჩიკი 2016-11-25 00:00:00 2016-11-25 00:00:00

ინგრედიენტები:

კარაქი - 100 გ

ფქვილი - 1 ჭიქა

კვერცხი - 4 ც.

მარილი - ¼ ჩ.კ.

ზეთი ფრიტიურისთვის - 1 ლ.

შაქრის პუდრი - მოსაყრელად

მომზადება:

1. ქვაბში 300 მლ მდუღარე წყალში გაადნეთ კარაქი. გადმოდგით, დაამატეთ მარილი და გაცრილი ფქვილი. ხის ნიჩბით აურიეთ ერთგვაროვნამდე - უნდა გამოვიდეს სქელი მასა.

2. ჩაახალეთ თითო-თითო კვერცხი და ყოველი კვერცხის შემდეგ კარგად აურიეთ.

3. მაღალ ქვაბში 160-180 გრადუსამდე გააცხელეთ ფრიტიურისთვის ზეთი (ასეთი ტემპერატურის დროს 1x1 ზომის პურის ნაჭერი იბრაწება ოქროსფრამდე 30 წამში).

4. ულუფებად ჩაუშვით ცხელ ზეთში რამდენიმე ჩაის კოვზი ცომი და შებრაწეთ 6 წუთის განმავლობაში, თან დროდადრო აბრუნეთ.

5. მომზადებული პონჩიკები დააწყეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოცილდეს ზედმეტი ცხიმი. შემდეგ გადაიტანეთ ლანგარზე და მოაყარეთ შაქრის პუდრი.

გემრიელად მიირთვით!