
ინგრედიენტები:
დაბალცხიმიანი ხაჭო - 200 გ
დაბალცხიმიანი კეფირი - 200 გ
კვერცხი - 1 ც.
მანანის ბურღული - 70 გ
თაფლი - 40 გ
ბანანი - 70 გ
კივი - 2 ც.
სოდა - 0,5 ჩ.კ.
მომზადება:
გადაურიეთ ერთმანეთში ხაჭო, კეფირი, კვერცხი, მანანის ბურღული, სოდა და თაფლი.
კივი და ბანანი დაჭერით რგოლებად.
აურიეთ ერთმანეთში ხილი და ხაჭოს მასა. გადაიღეთ ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთის განმავლობაში. როცა ნამცხვარი გაგრილდება სურვილისამებრ შეიძლება მორთოთ დაჭრილი ხილით.
გემრიელად მიირთვით!