Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=808 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/808 0 ხაჭოს ტორტი ბანანითა და კივით - დაბალკალორიული და მსუბუქი დესერტის მოყვარულებს! 2016-11-23 00:00:00 2016-11-23 00:00:00

ინგრედიენტები:

დაბალცხიმიანი ხაჭო - 200 გ

დაბალცხიმიანი კეფირი - 200 გ

კვერცხი - 1 ც.

მანანის ბურღული - 70 გ

თაფლი - 40 გ

ბანანი - 70 გ

კივი - 2 ც.

სოდა - 0,5 ჩ.კ.

მომზადება:

გადაურიეთ ერთმანეთში ხაჭო, კეფირი, კვერცხი, მანანის ბურღული, სოდა და თაფლი.

კივი და ბანანი დაჭერით რგოლებად.

აურიეთ ერთმანეთში ხილი და ხაჭოს მასა. გადაიღეთ ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთის განმავლობაში. როცა ნამცხვარი გაგრილდება სურვილისამებრ შეიძლება მორთოთ დაჭრილი ხილით.

გემრიელად მიირთვით!