რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / უგემრიელესი ქათმის რულეტი შავი ქლიავის ჩირით
უგემრიელესი ქათმის რულეტი შავი ქლიავის ჩირით

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე - 600 გ

შავი ქლიავის ჩირი  - 10 ც.

ნიორი - 3 კბილი

არაჟანი 15% - 100 მლ

კვერცხი - 1 ც.

სანელებლები - გემოვნებით

მარილი - გემოვნებით

 

მომზადება:

შავი ქლიავის ჩირი დაალბეთ.                                                                                                                                          

ქათმის ფილე დატკეპნეთ ორივე მხრიდან. გაყავით ფილე ორ ნაწილად, დააყარეთ მარილი და სანელებლები. დაჭყლიტეთ ნიორი და  წაუსვით ქათამს. ზემოდან დააწყეთ შავი ქლიავი. დაახვიეთ რულეტებად და დაამაგრეთ კბილის საჩიჩქნით, რომ არ დაიშალოს. 


არაჟნის სოუსის მოსამზადებლად კარგად აურიეთ ერთმანეთში არაჟანი და კვერცხი. წაუსვით ქათმის ფილეს და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით. სუფრაზე მიტანის წინ მოაცილეთ კბილის საჩიჩქნი და დაჭერით ნაჭრებად.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა