ინგრედიენტები:
ქათმის ფილე - 600 გ
შავი ქლიავის ჩირი - 10 ც.
ნიორი - 3 კბილი
არაჟანი 15% - 100 მლ
კვერცხი - 1 ც.
სანელებლები - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
მომზადება:
შავი ქლიავის ჩირი დაალბეთ.
ქათმის ფილე დატკეპნეთ ორივე მხრიდან. გაყავით ფილე ორ ნაწილად, დააყარეთ მარილი და სანელებლები. დაჭყლიტეთ ნიორი და წაუსვით ქათამს. ზემოდან დააწყეთ შავი ქლიავი. დაახვიეთ რულეტებად და დაამაგრეთ კბილის საჩიჩქნით, რომ არ დაიშალოს.
არაჟნის სოუსის მოსამზადებლად კარგად აურიეთ ერთმანეთში არაჟანი და კვერცხი. წაუსვით ქათმის ფილეს და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით. სუფრაზე მიტანის წინ მოაცილეთ კბილის საჩიჩქნი და დაჭერით ნაჭრებად.
გემრიელად მიირთვით!